რამ ააფეთქა ბუნჩულა რაჭველები?!

რამ ააფეთქა ბუნჩულა რაჭველები?!

სარწმუნო წყაროებმა გვაცნობეს, რომ კბილებამდე შეიარაღებული რაჭველები თბილისისკენ მოემართებიან, რომლებსაც გზადაგზა ასევე შეიარაღებული გურულები, მეგრელები და იმერლებიც უერთდებიან...

როგორც გაირკვა, რაჭველების აფეთქების მიზეზი ტელეკომპანია GDS-ზე გასული ჯგუფ „ბანის“ მიერ უკანალის აკომპანიმენტით შესრულებული „რაჭული“ ყოფილა.

მართალია, ქართველების ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, მაგრამ ეს „ნოვატორული“ იდეა ყოველგვარ საზღვარს სცილდება - აი, სადამდე მიდის ადამიანის თავისუფლება და რატომ ყოფილა საჭირო ანტიდისკრიმინაციული კანონის დროულად მიღება.

ძნელი წარმოსადგენი იყო, ისედაც შოკირებულ საზოგადოებას კიდევ რამე თუ გააკვირვებდა. თუმცა, ფაქტი ჯიუტია: „ბანის ვირტუოზულმა ჩანაფიქრმა დასახულ მიზანს მიაღწია - ხალხი შოკიდან კარგა ხანს ვერ გამოვა. არა იმიტომ, რომ ამაზე უფრო ამაზრზენი უზნეობის თვითმხილველნი არ ვყოფილვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს „მარგალიტები სწორედ იმ ტელეკომპანიიდან იღვრება, საიდანაც მომავალი „ტელევარსკვლავი“ უნდა გაბრწყინებილიყო - ისე, პოპულარობისთვის შესანიშნავი ფონია ღმერთმანი!

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ასეთი უმსგავსობისთვის ჯგუფი ბოდიშის მოხდას არ აპირებს - პირიქით, აქეთ გვედავებიან, რომ ამით არავისი უფლებები არ დარღვეულა და ხელოვნური აჟიოტაჟის მიზეზი არ არსებობს. მეტიც, სანიმუშო დუნდულებიანმა ლამაზმანებმა დაპირებული ანაზღაურება აიღეს და კმაყოფილნიც დარჩნენ!

არ ვართ უკიდურესობის მომხრე, მაგრამ ასეთ თვითმარქვია „ვირტუოზებს“ მინიმუმ სცენაზე გასვლა უნდა აუკრძალო, ხოლო ტელეკომპანიას, რომელმაც უხამსობას მწვანე შუქი აუნთო, ბოდიში მაინც მოახდევინო (აბა ივანიშვილს ლიცენზიის ჩამორთმევას ვინ გაუბედავს).

ღმერთო, შენ უშველე ბარაბას გზაზე შემდგარ საქართველოს!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: