რას ურჩევს გოგი ლორთქიფანიძე თანამოქალაქეებს?

რას ურჩევს გოგი ლორთქიფანიძე თანამოქალაქეებს?

   "სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ცენტრის" დამფუძნებელი გოგი ლორთქიფანიძე არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება და წერს:

   -"ხვალინდელ დღეს გადაწყვეტილების მიღების მოტივაციისათვის ჩემეული ხედვა და თუნდაც რჩევა:- თბილისის მერიას შეუძლია და ვალდებულია (ამას გვასწავლის საერთაშორისო პრაქტიკაც) გახდეს კატალიზატორი ბიზნესის განვითარების და ამას, წინა ხელისუფლების პერიოდში მხოლოდ ბიზნესზე "მახინჯი ლიბერალური" წარმოდგენა და საქმისადმი დანაშაულებრივად გულგრილი მიდგომა უშლიდა ხელს. მქონდა ამ თემებთან შეხება და ვიცი.

   პირველი:ავიღოთ, თუნდაც გერმანიის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ლოგისტიკური ქსელის მქონე ქვეყნის მაგალითი. ლოგისტიკური ცენტრების უდიდესი უმრავლესობა (თუნდაც ჰამბურგის პორტი, ბერლინის, დორტმუნდის ლოგისტიკური ცენტრების უმრავლესობა და ა.შ.) იქმნებოდა მუნიციპალიტეტების უშუალო წილობრივი მონაწილეობით და შემდეგ, როდესაც ცენტრი ვითარდებოდა ხდებოდა ქალაქის მიერ ამ წილის გაყიდვა.

   მეორე: ყველა განვითარებულ ქვეყანაში მუნიციპალიტეტი არის აქტიური მოთამაშე სამშენებლო ბაზარზე, მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

ყველგან მუშაობს ე.წ. საინვესტიციო უბნების კონცეფცია: – ქალაქი გამოყოფს სამშენებლო უბნებს (ყოფილი სამრეწველო ზონები, სამხედრო ტერიტორიები, ბარაკული ტიპის დასახლებები), წარმოადგენს არქიტექტორულ პროექტს ამ უბნისთვის, უზრუნველყოფს უბანს კომუნიკაციებით, აცხადებს ტენდერს მშენებლობის უფლების მოპოვებისთვის და მშენებლისაგან ითხოვს საბინაო ფონდის 10 (15-20)%–ის სოციალური საცხოვრისისთვის გამოყოფას.

   ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს მერის მთავარი საზრუნავი და არა ის, რომ როგორ უკეთესად განკარგოს დედაქალაქის დოტაციური (სირცხვილია..!!!) ბიუჯეტი..."

   გოგი ლორთქიფანიძე ყველა არჩევენზე მისვლისკენ და საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: