რამაზ საყვარელიძე:-"პოლიტიკური პროგრამის თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ თბილისის მერი უნდა იყოს ნარმანია"

რამაზ საყვარელიძე:-"პოლიტიკური პროგრამის თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ თბილისის მერი უნდა იყოს ნარმანია"

   ექსპერტი რამაზ საყვარელიძე არჩევნების მეორე ტურს და თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს ეხმიანება და ამბობს, რომ იმ ასპექტში, რაც საზოგადოებამ იხილა, ნარმანიას კანდიდატურა უფრო მისაღებია, ვიდრე მისი ოპონენტის.

   -"გავიხსენოთ, რომ 20 წელზე მეტია თბილისს გენ-გეგმა არ აქვს, თუ ეს პროცესი არ წავიდა, ქალაქი დაგენგრევა. ქალაქის განლაგება ისეთია, რომ ეკოლოგიური პრობლემა იდგა და ყოველთვის იქნება, სწორედ ეს გლობალური საკითხები წამოწია ნარმანიამ, რაც უფრო საშურია, ვიდრე მელიას მიერ წამოწეული საკითხები. პოლიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, პროგრამის თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ უპრიანია მერი იყოს ნარმანია.

  დებატების დროს მელიას ფიგურა იყო იმ ბანერებიდან შექმნილი ფიგურა, რომელიც იყო ქალაქის ქუჩებში და ბანერები არ ლაპარაკობენ. ვიცი მელიას ასპექტი და ვხვდები, რომ ეს არ იყო მელიას არჩევანი, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" არჩევანი. საზოგადოებას აღარ უნდა აგრესია და მითუმეტეს "ნაციონალური მოძრაობისგან". მელიამ წააგო ამ არჩევნებით და მიხვდა, რომ შეცდომები დაუშვა დებატებში, სიტყვა გაფრინდება და ვეღარ დაიჭერ, სწორედ ამიტომ ითხოვდა ის განმეორებით დებატებს. მელიას იმიჯში რომ მოხსნილიყო "ნაციონალებთან" მსგავსება, შანსი ჰქონდა მიეღო ხმების დიდი რაოდენოდა, მაგრამ ის, რომ მელიას შემოსვლით მერიაში შემოდის "ნაციონალური მოძრაობა", ეს მოსახლეობისთვის მიუღებელია. ასე რომ მელიამ დებატებით ხმები დაკარგა და შესაძლოა ამ დებატების გარეშე უფრო მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: