ნიკა მელია:-"ავირჩიოთ მერი, რომელიც ანგარიშვალდებული თბილისელებთან და არა რომელიმე ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან"

ნიკა მელია:-"ავირჩიოთ მერი, რომელიც ანგარიშვალდებული თბილისელებთან და არა რომელიმე ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან"

   "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმა ჩიტაძის ქუჩაზე, მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა. 

   -"მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს, არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის ბედი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ დღეს ბევრი მოქალაქე გამოცხადდება საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ისინიც, ვინც პირველ ტურში არ გამოცხადდნენ. მათ უნდა აირჩიონ მერი, რომელიც დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში და ანგარიშვალდებული თბილისელებთან და არა რომელიმე ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, ან რომელიმე ადამიანთან" - განაცხადა მელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: