დავით ნარმანია:-"იქნება გაკეთებული ისეთი ღირსეული არჩევანი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე"

დავით ნარმანია:-"იქნება გაკეთებული ისეთი ღირსეული არჩევანი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე"

   "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საბურთალოს №1 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. 

    დავით ნარმანიამ სრულიად საქართველოს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა.

   -"მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან დემოკრატიული ფორმით ჩატარდა და ტარდება არჩევნების მეორე ტური. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ხალხს ეკადრება და იქნება გაკეთებული ისეთი ღირსეული არჩევანი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე, უკეთესი საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შექმნაზე. არჩევანი გაკეთდება იმ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა შემოაბრუნა, რომელმაც განვითარების დემოკრატიულ გზაზე დააყენა, რომელიც ზრუნავს ხალხზე და თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზე. ვფიქრობ აქტივობა ზომიერი და საკმარისი იქნება"

   ნარმანია ბიზნესმენების ინიციატივასაც გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"ძალიან კარგი ინიციატივაა. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ყველამ ხელი შეუწყოს არჩევნებს და არჩევნის გაკეთებას. თუ დრო მექნება, სიამოვნებით წავალ და ოჯახისთვის რამეს შევიძენ".

   ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობენ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: