ჯონდი ბაღათურია:-"ეს არის სიმართლე, რომელსაც უნდა ჩახედოს თვალებში ხალხმაც და ხელისუფლებამაც!"

ჯონდი ბაღათურია:-"ეს არის სიმართლე, რომელსაც უნდა ჩახედოს თვალებში ხალხმაც და ხელისუფლებამაც!"

   "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია არჩევნების მიმდინარე მეორე ტურს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"ეს არის ჩემი სიმართლე!!! ...

და ვისაც ჩემი სიმართლე არ მოსწონს აგერ არის ბიძინა თავისი "სიმართლით" და თავისი უსუფაშვილით და ხიდაშელით, მარგველაშვილით და ნარმანიათი ... გაიაფებული ბენზინით, ევროპას რომ გააკვირვებს ისეთი დემოკრატიით ... 100 ქარხნით და განახევრებული ტარიფებით

თქვენ აირჩიეთ!!!

მეგობრებო!!!

   ახლა ის დროა, რომ ხალხმა პასუხი მოთხოვოს ხელისუფლებას ხალხის გულწრფელი ნდობის ღალატისთვის და ყველა დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა ... 

ხალხმა უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ პატივს სცემდეს ხალხს ....

ხელისუფლების დღემდე ჩადენილი საქციელი არ იმსახურებს ხალხის ნდობას და პატივისცემას! 

ახლა თბილისელებს არ ჰყავთ კანდიდატი, რომელიც იმსახურებს თბილისის მერობას, ამიტომ ხალხი უბრალოდ არ უნდა მივიდეს არჩევნებზე!

ეს არის სიმართლე, რომელსაც უნდა ჩახედოს თვალებში ხალხმაც და ხელისუფლებამაც!

და თუ ხალხი მაინც მივა არჩევნებზე, მაშინ ხელისუფლება უარესს გააკეთებს, რადგან ჩათვლის, რომ ამ ხალხს შეიძლება მოექცე უღირსად ...

ხო, მართლა, კიდევ ერთი სრულიად უღირსი ტყული, რითაც ხალხის დაშანტაჟება დაიწყეს:

თუ ხმას არ მოგვცემთ, მაშინ "ნაცები" გაიმარჯვებენო ... 

"ნაცები" ვეღარ გაიმარჯვებენ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ მათი სიცოცხლის ერთადერთი გარანტი ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბიძინას ძალაუფლება არ მოირყეს!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: