"მრავალეროვანმა საქართველომ" 3 საჩივარი დაწერა

"მრავალეროვანმა საქართველომ" 3 საჩივარი დაწერა

   ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოც" აკვირდება.  ამ  დროისთვის მოძრაობის მიერ დაწერილია 3 საჩივარი და დაფიქსირებულია 22 სხვადასხვა ხასიათის შემთხვევა.

   "მრავალეროვანი საქართველოს" განცხადებას აქვეყნებს.

    "გორის #16 უბანზე წილისყრის ჩატარებამდე კომისიის წევრებს დაურიგდათ ამომრჩეველთა სიები, მარკირების სითხე და სხვა ინვენტარი. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რადგან სიტყვიერი მითითებით ხარვეზი არ აღმოიფხვრა.  უბნის არასათანადო მოწყობის 1 ფაქტი დაფიქსირდა თელავის #6 უბანზე; თელავის #4 უბანზე პროცედურების არათანმიმდევრული ჩატარების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაც დამკვირვებლის რეაგირების შემდეგ ფაქტი აღმოიფხვრა; ისნის #8 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას; მცხეთის #4 უბანზე პროცედურების არათანმიმდევრული ჩატარების 1 შემთხვევა დაფიქსირდა; კრწანისის #10 საარჩევნო უბანის გახსნამდე ტერიტორიაზე "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელმა არაუფლებამოსილი პირი დააფიქსირა; მცხეთის #2 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ერთის ნაცვლად, ორი ბიულეტენი გადასცა; თელავის #3 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის მცდელობას; გორის #21 საარჩევნო უბანზე, სადემონტრაციო ოქმში სპეციალური სიის გრაფაში ამომრჩეველთა რაოდენობა არ იყო აღნიშნული იმ მოტივით, რომ შესაძლოა, რაოდენობა გაზრდილიყო. ორგანიზაციის დამკვირვებლის მითითების შემდეგ ხარვეზი გამოსწორდა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: