გიორგი მარგველაშვილი:-"ჩვენ ვქირაობთ პოლიტიკოსებს"

გიორგი მარგველაშვილი:-"ჩვენ ვქირაობთ პოლიტიკოსებს"

   საკუთარი არჩევანი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

   "მე დღეს მივეცი ხმა ახალი თვითმმართველობების ჩამოყალიბებას საქართველოში. თვითმმართველობა უმნიშვნელოვანესი ფორმაა დემოკრატიის, როდესაც ხალხი რეალურად მართავს თავის ცხოვრებას ქალაქის, სოფლის, დაბის დონეზე. მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისკენ. დღეს საარჩევნო უბანზე მისვლით ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს. ჩვენ არა პოლიტიკოსებისთვის ვაკეთებთ არჩევანს არამედ ვქირაობთ პოლიტიკოსებს იმისთვის რომ ჩვენ გვემსახურონ",-განაცხადა პრეზიდენტმა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: