ნინო ბორჩხაძე:-"ვწუხვარ, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია ისევ აბსოლუტური ძალაუფლება"

ნინო ბორჩხაძე:-"ვწუხვარ, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია ისევ აბსოლუტური ძალაუფლება"

   არასაპარლამენტო ოპოზიციის მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბორჩხაძე არჩევნების მეორე ტურის შედეგებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

-"გილოცავთ "ოცნების" ამომრჩევლებს და გულშემატკივრებს, იმედი მაქვს, ზიზღის კოეფიციენტი მკვეთრად დავარდება, მტრობას და შუღლს დავამთავრებთ და ერთმანეთის შეურაცხყოფის ნაცვლად, თბილისის ბედზე ვიზრუნებთ. ვწუხვარ, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია ისევ აბსოლუტური ძალაუფლება, თუმცა, ასევე იმედი მაქვს, საკუთარ არჩევანზე სრულად იღებთ პასუხისმგებლობას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: