გიორგი მარგველაშვილი:-"ამ გამარჯვებით იწყება ახალი ეტაპი"

გიორგი მარგველაშვილი:-"ამ გამარჯვებით იწყება ახალი ეტაპი"

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყველას მიულოცა არჩევნების მეორე ტურის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარება და თანამოქალაქეებს მიმართა. მან ასევე მიულოცა დავით ნარმანიას გამარჯვება და განაცხადა, რომ ამ გამარჯვებით იწყება ახალი ეტაპი.

ყველა მოქალაქეს  დედაქალაქის ახალ მერს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

   "ეს არის ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ  კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო  სტანდარტებს.

   მინდა, გამარჯვება მივულოცო დედაქალაქის ახალ მერს, ბატონ დავით ნარმანიას. ასევე ვულოცავ გამარჯვებას თითოეული ქალაქისა თუ სოფლის რჩეულს. ამ გამარჯვებით დასრულდა არჩევნები და იწყება უმთავრესი და  უმნიშვნელოვანესი ეტაპი: ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის  ყოველდღიური თავდადებული შრომის პროცესი. ამ სირთულეებით აღსავსე გზაზე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს.

   საზოგადოებას, რომელმაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში  მაღალი შეგნება და სამოქალაქო კულტურა გამოავლინა, ვუსურვებ არჩევნების საბოლოო შედეგების  გამართლებასა და შემდგომ წინსვლას ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ"-აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: