ედუარდ შევარდნაძეს 16:00 საათზე დაკრძალავენ

ედუარდ შევარდნაძეს 16:00 საათზე დაკრძალავენ

   საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი სამების ტაძარში დღეს 13:00 საათიდან დაიწყება. ცერემონიას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, უცხოელი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

   ექსპრეზიდენტს სამების ტაძრიდან 14:45 საათზე გამოასვენებენ. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძრება. დაკრძალვის ცერემონია 16:00 საათზე გაიმართება. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

   საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში სახელმწიფო დროშები დაეშვება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: