ირმა ინაშვილი:-"მენტალობის პრობლემაა და საჭიროა სისტემური ცვილებები...ყველა მიმართულებით!"

ირმა ინაშვილი:-"მენტალობის პრობლემაა და საჭიროა სისტემური ცვილებები...ყველა მიმართულებით!"

   არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს "პატრიოტთა ალიანსის ლიდერი" ირმა ინაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"ირმა ინაშვილი: "როცა ყველა ოლქში ერთპიროვნულად იმარჯვებ, როცა ერთი ადგილიც არ და ვერ გემეტება კონკურენტისთვის, როცა ყველგან შენი ძალის გამარჯვება გგონია დემოკრატია და თავისუფლება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია".

   ბედნიერი ვარ, რომ არჩევნების პერიოდში ურთიერთობა მქონდა გამორჩეულ ქართველებთან და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებთან..."საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მეორე ტურის კანდიდატებთან: ბორის ჭყონიასთან ( ლანჩხუთი), შოთა გოგიბერიძესთან ( ოზურგეთი), ემზარ ბოლქვაძესთან (ხულო), უშანგი გეგენავასთან (ფოთი); კონკურენტი სულ რაღაც 100-150 ხმით რომ მოგიგებს, გამარჯვებული შენ ხარ. გამარჯვებული- მორალურად, რადგან ეს 100 ხმა როგორც ჩნდება ხოლმე, ყველამ კარგად იცის... ამიტომ საჯარო მადლობას ვეუბნები ჩვენი გუნდის ამ ღირსეულ წევრებს, რომლებიც უთანასწორო კონკურენციის პირობებში ბოლომდე ვაჟკაცურად და ზნეობრივად იბრძოდნენ. ყველას შევახსენებ, რომ ცხოვრებაში არის გამარჯვების ტოლფასი დამარცხება და არის კრახისა და მარცხის ტოლფასი გამარჯვება...

   მიხარია, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" არჩევნების მეორე ტურშიც აჩვენა ღირსეულად ბრძოლის მაგალითი. ხელისუფლებას დაფიქრებას ვურჩევ: როცა ყველა ოლქში ერთპიროვნულად იმარჯვებ, როცა ერთი ადგილიც არ და ვერ გემეტება კონკურენტისთვის, როცა ყველგან შენი ძალის გამარჯვება გგონია დემოკრატია და თავისუფლება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია. მენტალობის პრობლემაა და საჭიროა სისტემური ცვილებები...ყველა მიმართულებით! მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ ცვლილებების განხორციელებაში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ხალხმა არ უნდა დაკარგოს რწმენა, რომ არჩევნების გზით შესაძლებელია ხელისუფლებაში მათი ნდობით აღჭურვილი ადამიანები მოვიდნენ... როცა ეს რწმენა იკარგება, სხვა საფრთხეები ჩნდება ხოლმე...

პატივიცემით, ირმა ინაშვილი".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: