კონსტანტინე გამსახურდია:-"საეჭვოა და სიმპტომატურია მისი ასეთი უცნაური გარდაცვალება"

კონსტანტინე გამსახურდია:-"საეჭვოა და სიმპტომატურია მისი ასეთი უცნაური გარდაცვალება"

   ვალერია ნოვოდვორსკაიას გარდაცვალებას კონსტანტინე გამსახურდია ეხმიანება და მის უცნაურ გარდაცვალებაზე ამახვილებს ყურადღებას.

   -"ახლა, უკრაინის დნეპროპეტროვსკში ყოფნისას, შევიტყვე სამწუხარო ამბავი: 2006 წელს მოსკოვში მოკლულ ანა პოლიტკოვსკაიას, რომელმაც თავის წიგნში "პუტინის რუსეთი" გააშიშვლა ამ სამარცხვინო რეჟიმის სახე, კიდევ ერთი რუსი სამართალდამცველი მიყვა: ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელიც თითქოსდა "ტოქსიკური შოკის" შედეგად გარდაიცვალა. 

   ვალერია ნოვოდვორსკაია იყო დისიდენტი, სტატიების ავტორი, დღევანდელი რუსეთის ნეობოლშევიკური, ფაშისტური და სსრკ-ს რესტავრაციაზე მიმართული კურსის დაუნდობელი კრიტიკოსი. საეჭვოა და სიმპტომატურია მისი ასეთი უცნაური გარდაცვალება იმ დიდი შეტევის წინ, რომელსაც პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი ამზადებს ჯერ უკრაინის, შემდეგ საქართველოს, მოლდოვას და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ამას შედეგად უნდა მოუყვეს ამ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობის ბოლომდე ლიკვიდაცია თუ არა, საამისოდ საფუძვლების მომზადება მაინც. 

უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა გოგისა და მაგოგისგან, კრემლის ბარბაროსობისგან და მათი ფორმალურად "ქართველი" სატელიტებისგან".

 

   ვალერია ნოვოდვორსკაია რუსი ლიბერალური საზოგადო მოღვაწე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ვიდეო ბლოგერი, პარტია "დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარე და პუტინის რეჟიმის მუდმივი კრიტიკოსი იყო. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: