"ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ

"ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ

  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.

   ცსკ–ის ინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 100%.

 

მეორე ტურში მერობის შემდეგმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს: თბილისში (დავით ნარმანია - 72.47%), თელავში (პლატონ კალმახელიძე - 70.61%), რუსთავში (დავით ჯიქია - 64.77%), მცხეთაში (ავთანდილ ნემსიწვერიძე - 62.99%), გორში (ზურაბ ჯირკველიშვილი - 62.23%), ოზურგეთში (ბეგლარ სიორიძე - 58.9%), ფოთსა (ირაკლი კაკულია - 72.38%) და ბათუმში (გიორგი ერმაკოვი - 77.29%).

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატები აირჩიეს ცამეტი თვითმმართველი თემის გამგებლად.

 

ყვარლის გამგებელი იქნება ილია მზექალაშვილი (79.95%), თელავი - ალექსანდრე შათირიშვილი (70.93%), ახმეტა - ბექა ბაიდაური (59.19%), თიანეთი - ლელა ქიტესაშვილი (64.5%), გორი - დავით ონიაშვილი (66.95%), თერჯოლა - თეიმურაზ ჯაფარიძე (61,44%), ბაღდათი - ირაკლი გეგეშიძე (56.44%), ხონი - ჯემალ მებუკე (58.23%), ტყიბული- რობინზონ გვენეტაძე (68.81%), ლანჩხუთი - ზაზა ურუშაძე (56.12%), მარტვილი - ალექსანდრე გრიგალავა (88.64%), ქობულეთი – სულხან ევგენიძე (76.3%), ხულო - ბესიკ ბაუჩაძე (59.42%).

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: