დამატებით დროში გოლი მარიო გეოტსიმ გაიტანა

დამატებით დროში გოლი მარიო გეოტსიმ გაიტანა

   გერმანიის სიხარული და აგრენტინელების ცრემლები

   ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებოდა. ის სტადიონზე ოვაციებს ვერ მალავდა და ტრიბუნაზევე იღებდა მილოცვებს. 

   ჩემპიონატის ფინალური მატჩი გერმანიისა და არგენტინის გუნდებს შორის გერმანიის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

   2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში გერმანია გახდა. დამატებით დროში გოლი მარიო გეოტსიმ გაიტანა.

   1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ამ ორი ქვეყნის გუნდი შეხვდა ერთმანეთს და მაშინ მატჩი არგენტინის გამარჯვებით დასრულდა.

   ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გამარჯვებულ ჯგუფს სიურპრიზი მოუმზადა და ქრისტეს ქანდაკება გერმანიის ფერებში გაანათა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: