გიორგი ლაღიძე:-"დღეის შემდეგ საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ვეღარ მიიღებს წუწუნს..."

გიორგი ლაღიძე:-"დღეის შემდეგ საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ვეღარ მიიღებს წუწუნს..."

   პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე არჩევნების მეორე ტურის შედეგებს და დღეს გასამართ საკრებულოების სხდომებს ეხმაურება:

   -"დასრულდა არჩევნების მეორე ტური! უხაროდეს "ქართულ ოცნებას" დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც გაამარჯვებინეს თავიაანთ კანდიდატებს, ისე ამ გამარჯვებას წინ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაჭერა და სხვა უამრავი კანონდარღვევები რომ არ ახლდეს უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა... დღეის შემდეგ, საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ვეღარ მიიღებს წუწუნს და იმ არგუმენტაციას, რომ ხელს გვიშლიან მუშაობაში და საბოტაჟს გვიწყობენო. თუმცა ჯერ ალბათ თვითმმართველობებში თანამდებობების გადანაწილებით დაკავდებიან და პროფესიონალიზმს ფეხზე დაიკიდებენ....

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: