დღეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩევა

დღეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩევა

   დედაქალაქის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. დღეს გახდება ცნობილი ვინ იქნება საკრებულოს ახალი თავმჯდომარე.

   ცნობისთვის,  კოალიცია "ქართულ ოცნებას"  ახალ საკრებულოში პროპორციული სიით 13, ხოლო მაჟორიტარული სიით 24 წევრი ეყოლება. სხვა პარტიებიდან დედაქალაქის საკრებულოში საქმიანობას "ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის" 3, ხოლო "პატრიოტთა ალიანსის" 2 წევრი შეუდგება. თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, "ნაციონალური მოძრაობას" კი 7 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: