ირაკლი ღარიბაშვილი:-"მე თავიდანვე გერმანიას ვგულშემატკივრობდი"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"მე თავიდანვე გერმანიას ვგულშემატკივრობდი"

   მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვება. მან სხდომის დაწყების წინ ხაზი გაუსვა შს სამინისტროს წარმატებულ მუშაობას და განაცხადა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ "ნარკოტიკების ამოღების რეკორდი მოხსნა".

   -"გასულ წელს ამოვიღეთ 116 კილო ჰეროინი, ახლა უკვე  მოხსნა ეს რეკორდი ჭიკაიძემ და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო. ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი არასდროს ამოგვიღია არც ჩვენ და არც, მე მგონი, მეზობელ ქვეყნებში. მართლაც დასაფასებელია ის სამუშაო, რომელსაც თქვენი უწყება ახორციელებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნება არსებობს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს უკომპრომისო".

    როგორც აღმოჩნდა პრემიერი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს გულშემატკივრობდა და მისი პროგნოზი გამართლდა.

   -"ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალით დაგვირგვინდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ არჩევნების წარმატებით დასრულებას და კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს საქართველოს, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვებას. როგორც ვამბობდით, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და სიმბოლურია,  რომ გუშინ დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და მისი დაგვირგვინებაც – მე თავიდანვე გერმანიას ვგულშემატკივრობდი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: