რატომ არ დაუჭირა მხარი ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს?

რატომ არ დაუჭირა მხარი ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს?

   თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, რომელსაც როგორც ირკვევა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც არ დააკმაყოფილა გია ალიბეგაშვილის პასუხმა პერსონალური ავტომანქანების თემასთან დაკავშირებით.

   "არ დამაკმაყოფილა პასუხმა პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამას მოჰყვება პრემიები, ახალი შიხიაშვილი გამოჩნდება და ა.შ. არ მინდოდა პოპულისტურად გამომსვლოდა, მაგრამ მართლა მიმაჩნია, რომ საკრებულოს წევრებს არ უნდა ემსახურებოდეს მანქანა, არც თავმჯდომარეს. თავმჯდომარემ კი მაგალითი უნდა მისცეს სხვებს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

    ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივაზე,  რომელიც საკრებულოს წევრების მიერ პერსონალურ ავტომანქანებზე უარის თქმას გულისხმობდა გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა:

   "საქმისთვის თუ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ავტომობილებზე უარს ვერ ვიტყვით. ღმერთმა ქნას, ისეთი იდეალური და მშვიდი სახელმწიფო შეგვექმნას, რომ მართლა ველოსიპედებით გვევლოს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი პოზიცია ასეთია".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: