ვის მიანიჭებს ნარმანია უპირატესობას?

ვის მიანიჭებს ნარმანია უპირატესობას?

   დავით ნარმანიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისთვის" ხმების წართმევას ყველა პარტია ცდილობდ, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ მან 50%-ანიბარიერი პირველივე ტურში ვერ გადალახა ახლადარჩეული მერის თქმით მერიაში ერთიანი ცვლილებები არ იგეგმება და პროფესიონელები დარჩებიან, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც საბიტაჟის მოწყობას აპირებენ განცხადებების დაწერა ურჩია

   -"მინდა, დავამშვიდო მერიის თანამშრომლები. განსაკუთრებით კვალიფიციური პერსონალი, რომლისთვისაც საქმე უმთავრესია და არა საბოტაჟი და ხელის შეშლა. ის ვინც, საბოტაჟს დაიწყებს, ჩემს გვერდით ვერ გაჩერდება, ის ვინც საქმის გამკეთებელი იქნება და ვისთვისაც უმთავრესია ქალაქის განვითარება, ის ადამიანები იმუშავებენ. მაგრამ ძალიან ბევრია გარეთ ადამიანი, რომლებიც თავის დროზე, სამსახურიდან უკანონიდ დაითხოვეს. ძალიან ბევრია კვალიფიციური ადამიანი, რომლებმაც ისწავლეს, დაამთავრეს და მიიღეს გარკვეული კვალიფიკაცია და არ მუშაობენ. ამიტომ ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შესაბამისი კონკურენტული გარემო იმისათვის, რომ კვალიფიკაციის შესაბამისად მოხვდნენ მერიის სხვადასხვა უწყებებში.ის, ვისაც ჩემი კვალიფიკაცია და ჩემთან მუშაობას არ აპირებს, შეუძლიათ ხვალვე დაწერონ განცხადებები და მიბრძანდნენ. იმიტომ რომ პიროვნებასთან და მის კვალიფიკაციასთან რომ ვსაუბრობთ, აუცილებელია, ყველამ საკუთარ თავს ჩახედოს"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: