გიორგი ბარამიძე:-"ეს საქმეც ისევე დარჩება გამოუძიებელი, როგორც ეს მოხდა რაფალიანცის საქმის შემთხვევაში"

გიორგი ბარამიძე:-"ეს საქმეც ისევე დარჩება გამოუძიებელი, როგორც ეს მოხდა რაფალიანცის საქმის შემთხვევაში"

   ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე ეხმიანება და ამბობს, რომ იმედი არ აქვს გაჩენილ უამრავ კითხვაზე გამოძიებამ პასუხი გასცეს.

   -"არ მაქვს იმედი, რომ ფარცხალაძის უწყება რამეს გამოიძიებს.  საქმეზე ბევრი კითხვა არსებობს. ეს საქმეც ისევე დარჩება გამოუძიებელი, როგორც ეს მოხდა რაფალიანცის საქმის შემთხვევაში, მაშინ ორდესაც საქმე არ არის გახსნილი და დამნაშავე არ არის დასჯილი." ეს ყველაფერი ეჭვებს ბადებს იმ ფონზე როდესაც კახი კალაძემ გააკეთა მორიგი განცხადება "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით, მან წინასწარ გამოიტანა ვერდიქტი, რომ ამჟამინდელი მფლობელი არ არის კანონიერი და სხვა ვიღაც არის კანონიერი. ამას ამბობს ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრი იმ მთავარ მედიაზე, რომელიც დიდად გულზე არ ეხატება ბიძინა ივანიშვილს"-ამბობს ბარამიძე.

   შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვეს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: