სად წავიდა დიმიტრი შაშკინი და რატომ უხდის მადლობას პატრულს?

სად  წავიდა დიმიტრი შაშკინი და რატომ უხდის  მადლობას პატრულს?

   დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას აღწერს და ამბობს, რომ ის ოჯახთან ერთად აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეს.

   -"დილით ოჯახთან ერთად დავტოვე საქართველო ერთი კვირით. მიზეზი მარტივია - ჩემთვის ექიმები, ოჯახისთვის მცირეოდენი დასვენება. აეროპორტში, როგორც ყოველთვის, ნახევარი საათი ვიდექი საზღვარზე. მადლობა პატრულის რიგით თანამშრომლებს, რომ არ კარგავენ ადამიანობას და გულწრფელად განიცდიან, რომ ასეთ უღირს საქციელში ძალაუნებურად მონაწილეობენ და ბოდიში, რომ ეს ჩემი და ჩემი სხვა კოლეგების გამო ხდება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მგზავრებს, რომლებიც უკვე ღიად გამოთქვამენ პროტესტს, რომ მათ თვალწინ უმიზეზოდ აწვალებენ ადამიანს"-წერს შაშკინი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: