მაია ნიკოლაიშვილი:-"ფაქტია, რომ ადგილი აქვს მიბჯენით სროლას"

მაია ნიკოლაიშვილი:-"ფაქტია, რომ ადგილი აქვს მიბჯენით სროლას"

   პროზექტურიდან , სადაც 4 საათს გაგრძელდა ეროსი კიწმარიშვილის ცხედრის ექსპერტიზა ცხედარი ყიფშიძის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

ექსპერტიზას ოჯახის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი ესწრებოდა. მისი თქმით კითხვებზე პასუხის გაცემა გამოძიების პრეროგატივაა, თუმცა თუმცა  ამ დროსითვის არსებული მონაცემების მიხედვით შეიძლება, ითქვას, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით არის ნასროლი და დაღუპულს სხეულზე სხვა სახის დაზიანებები არ აღენიშნება.

   -"ეს მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა, ვერც მე და ვერც სხვა ექსპერტი გეტყვით,  ეს გამოძიების პრეროგატივაა, რაც ნანახია სხვა მონაცემებთან უნდა შეჯერდეს. ფაქტია, რომ ადგილი აქვს მიბჯენით სროლას, აღბეჭდილია ლულის ანაბეჭდი. ნასროლი ძალიან მძლავრი იარაღით არის განხორციელებული, რადგან  ქალას ღრუში დიდი დაზიანებებია",- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

   ეროსი კიწმარიშვილი გუშინ საკუთარ ავტოფარეხში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.  მას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. საქმეს პროკურატურა იძიებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: