კობა ნარჩემაშვილი:-"პროკურატურის მოქმედებაში როგორც ჩანს იმძლავრა მშრალმა, პროცესიონალურმა მიდგომამ"

კობა ნარჩემაშვილი:-"პროკურატურის მოქმედებაში როგორც ჩანს იმძლავრა მშრალმა, პროცესიონალურმა მიდგომამ"

   შს ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით ჯერ-ჯერობით ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია და არც ერთ და ორ დღეში გაეცემა პასუხი კითხვაზე-რა იყო ეს, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. მისი თქმით გამოძიება სწორი მიმართულებით უნდა წავიდეს და არც დროში უნდა გაიწელოს. ნარჩემაშვილი თვლის, რომ პროკურატურა ამ საკითხს მიუდგა ზედმეტად პროცესიონალურად.

   -"პროკურატურის მოქმედებაში როგორც ჩანს იმძლავრა მშრალმა, პროცესიონალურმა მიდგომამ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროკურატურამ რაიმე შეფასება გააკეთა, მაგრამ საზოგადოებაში ამ ნაბიჯმა კითხვები გააჩნია. ამ ეტაპზე პოლიტიკურს ვერაფერს ვხედავ და ცუდია, რომ უკვე ზოგიერთმა ძალამ გამოიყენა სათავისოდ ფაქტის პოლიტიზირება. ასეთი საკითხები ძალიან საფრთხილოა და ვინმეს პოლიტიკური ქულების გამოყენებისთვის საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან ასეთი საქმეების გახსნა საბოლოოდ ქვეყნის ინტერესებში შედის და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა არ გაჭირდება, რადგან არიან მოწმეები, ვიდეო-ჩანაწერები".

   ნარჩემაშვილის თქმით ამგვარი დანაშაულის გამოძიების მეთოდიკა იმდენად სტანდარტულია, რომ რაიმე ახლის ძიება არ არის საჭირო და რაიმე მიმართულება მოკლე ხანში გამოიკვეტება

   -"იმდენად დიდია საზოგადოების ინტერესი ეროსის გარდაცვალებაზე, რომ არ შეიძლება ყველაფრის ჩაკეტვა და საზოგადოების არაინფორმირებულობა. ვფიქრობ, ერთ და ორ დღეში არა, მაგრამ მოკლე ხანში სიმართლე უნდა ითქვას".  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: