დავით ზურაბიშვილი:-"მერამდენედ უნდა განმეორდეს ისტორია?"

დავით ზურაბიშვილი:-"მერამდენედ უნდა განმეორდეს ისტორია?"

   მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"არ ვიცი კონკრეტულად რას გააკეთებენ დასავლეთის ლიდერები და რა ზომებს მიმართავენ, მაგრამ ჩემის მოკრძალებული აზრით, მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტმა ბოლოს და ბოლოს უნდა დაარწმუნოს ისინი იმ მარტივ ჭეშმარიტებაში, რომ აგრესორისთვის კოჭის გორება, იქნებ და ცოტა აქეთაც გამოგვიგოროსო, არასდროს მთავრდება კარგად. პირიქით, ყოველ გაგორებულ კოჭს აგრესორი აღიქვამს სისუსტის გამოვლინებად და მერე სულ უარესს და უარესს შვრება...

მერამდენედ უნდა განმეორდეს ისტორია? მგონი საკმარისია...".

   თვითმფრინავი რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით ჩამოაგდეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: