ვინ გაწირა და ვის გაწირავს ღარიბაშვილი?!

ვინ გაწირა და ვის გაწირავს ღარიბაშვილი?!

   მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე პრემიერი საგანგებო ბრიფინგს მართავს.

   -"მე მსურს გაცნობით ჩემი გადაწყვეტილება, მანამდე კი მინდა მცირე შეფასება და განმარტება გავაკეთო ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიცირება, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, პირველად საქართველოში ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, რომელიც ასევე გამჭვირვალედ ჩატარდა, გაიმარჯვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა გავამართლოთ ამომრჩევლის ნდობა, სწორედ ამიტომ, რათა შევასრულოთ ყველა დანაპირები, ამას სჭირდება გაორმაგებული შრომა, ახლა ჩვენ სხვა გამოწვევების წინაშე ვდავართ, აქედან გამომდინარე მე მივიღე გადაწყვეტილება მთავრობის შემადგენლობაში შევინატო ცვლილებები.

   იმისათვის, რომ სამთავრობო გუნდმა უფრო ეფექტურად გააგრძელოს მუშაობა, საჭიროა ცვლილებები და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალშიც მოხდეს ჩანაცვლება. ამ ეტაპზე ცვლილება შეეხო 7 სამინისტოროს.

   სოზარ სუბარი, რომელმაც ძალიან ეფექტურად იმუშავა თავის სამინისტროში და თავი კარგად გაართვა თავის მოვალეობას, გადავა დევნილთა სამინისტროს პირველ პირად და დარწმუნებული ვარ იქაც წარმატებით გაართმევს თავს.

   ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს.

   მინისტრების ვინაობა უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრი რჩება ჩვენი გუნდის წევრად და არ გამოვრიცხავ, რომ მათ გააგრძელონ მუშაობა სხვა თანამდებობაზე".

   ამ ეტაპზე ცვლილებები 7 სამინისტროს შეეხო და პრემიერმა გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია,  სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრი  კონსტანტინე სურგულაძე, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

   პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში გამორიცხულია ვადამდელი არჩევნები და ამ თემის განხილვა არ ხდება.

  

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: