ზვიად ტომარაძე:-"მინისტრის პოსტის დატოვებას ზაქარეიშვილი და ფანჯიკიძეც იმსახურებდნენ, მაგრამ მათი მოხსნა კოალიციის ერთიანობას შეარყევდა"

ზვიად ტომარაძე:-"მინისტრის პოსტის დატოვებას ზაქარეიშვილი და  ფანჯიკიძეც იმსახურებდნენ, მაგრამ  მათი მოხსნა კოალიციის ერთიანობას შეარყევდა"

   მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე გამოეხმაურა და ჩვენთან საუბარში განაცხადა:

 

   -"ზაქარეიშვილს და ფანჯიკიძეს ვერ შეეხებოდნენ!

   როგორც ვვარაუდობდი არჩევნების შემდეგ საკადრო ცვლილებების დრო დადგა. მინისტრის პოსტის დატოვების ყველაზე რეალური კანდიდატი "კულტურისა და ძეგლთა დაცვის" მინისტრი გურამ ოდიშარია გახლდათ. მოულოდნელი არ ყოფილა, არც სოზარ სუბარის პენიტინციალური სისტემიდან ჩამოშორება. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული ვითარების ფონზე, ცოტა გასაკვირია განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის პოსტზე დატოვება. დასანანია კოტე სურგულაძის მოხსნა, რადგან დიასპორის სამინისტროს არსებული მწირი ბიუჯეტის პირობებში, ეფექტურად მუშაობა შეუძლებლი იყო.

   მინისტრის პოსტის დატოვებას პაატა ზაქარეიშვილი და მაია ფანჯიკიძეც იმსახურებდნენ. თუმცა მათ ასე ადვილად ვერ შეეხებიან, რადგან პირველი მათგანი რესპუბლიკელია, საგარეო საქმეთა მინისტრი კი "თავისუფალი დემოკრატების"  წევრობასთან ერთად, ირაკლი ალასანიას ცოლის დაც გახლავთ და მათი მოხსნა კოალიციის ერთიანობას შეარყევდა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: