ენმ-"საქართველოს მთავრობა თავს არიდებს რუსეთის ფედერაციის საერთოდ ხსენებას ნებისმიერ კონტექსტში"

ენმ-"საქართველოს მთავრობა თავს არიდებს რუსეთის ფედერაციის საერთოდ ხსენებას ნებისმიერ კონტექსტში"

   "ნაციონალური მოძრაობა" მალააზიური რეისის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხში საქართველოს მთავრობის არარეაგირებას სამარცხვინოს უწოდებს და სპაციალურ განცხადებას ავრცელებს"

 

   "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს საქართველოს მთავრობის არაადექვატურ  და სამარცხვინო რეაქციას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი დივერსანტების მიერ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. მრავალ უტყუარ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, მთელი ცივილიზებული სამყარო მომხდარ ტრაგედიაში რუსეთის ფედერაციას და პირადად ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. რუსეთის ხელისუფლების პირდაპირ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, უკრაინის პრეზიხნეტი პეტრო პოროშენკო და დემოკრატიული სამყაროს სხვა ლიდერები. როგორც პრეზიდენტმა ობამამ გუშინ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, ე.წ. "სეპარატისტების" დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, გაწვრთინლია რუსეთის მიერ და იარაღიც - მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები - სწორედ რუსეთიდან მიეწოდება. უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო გადაჭერები კი ადასტურებს რომ რუსეთის ხელმძღვანელობით სახეზეა კრემლისკენ მიმავალი კვალის დაფარვის მცდელობა.

    ამ ფონზე - როცა რუსეთის ფედერაციაც კი არ უარყოფს თვითმფრინავის გარე ზემოქმედების შედეგად ჩამოგდების ფაქტს - საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად საუბრობს თვითმფრინავის "ჩამოვარდნაზე" და "კატასტროფაზე." მეტიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ დიამეტრალურ წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს მოკავშირეების პოზიციასთან და უბრალოდ მარტივ ჭეშმარიტებასთან, არამედ ჯიუტად თავს არიდებენ რუსეთის ფედერაციის საერთოდ ხსენებას ნებისმიერ კონტექსტში.

    უმნიშვნელოვანეს მომენტში საქართველოს მთავრობის მსგავსი სამარცხვინო საქციელი, არის არა მხოლოდ თვითლუსტრაციის ტოლფასი არამედ, ფაქტიურად, წარმოადგენს რუსეთის გავლენის სფეროს ფაქტიურ აღიარებას არა მხოლოდ უკრაინაზე არამედ საქართველოზეც. სამწუხაროდ, მომხდარი არ არის გასაკვირი. ოლიგარქ ივანიშვილს დიდი ხანია აკრძალული აქვს მაღალი თანამდებობის პირებისთვის კიევში ჩასვლა და უკრაინის მხარდაჭერა. უდაოა, რომ ივანიშვილის ობსესია რადაც არ უნდა დაუჯდეს ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან.  

    ამგვარი საქციელი წარმოადგენს არა მხოლოდ დაღუპულთა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის უკრაინის, არამედ საქართველოს უახლესი ისტორიის უპატივცემულობასაც. საქართველოს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ, რომ 2008 წლამდე სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ამოქმედებული სცენარის მსგავსი მეთოდებით ახორციელებდა. 1993 წლის შემოდგომაზე, რუსეთის მიერ შეიარაღებულმა და გაწვრთნილმა ე.წ. სეპარატისტებმა რუსეთის მიერვე გადაცემული იარაღით სოხუმში ორი სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდეს რასაც ჩვენი ასეულობით თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა". 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: