გიორგი ახვლედიანი:-"ღარიბაშვილი ნელ-ნელა უახლოვდება ალასანიასთვის პოზიციების წართმევის ეტაპს"

გიორგი ახვლედიანი:-"ღარიბაშვილი ნელ-ნელა უახლოვდება ალასანიასთვის პოზიციების წართმევის ეტაპს"

   "ქრისტიან-დემოკრტიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ახვლედიანი ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებებისგან ახალს არაფერს ელოდება და აცხადებს, რომ ახალი მინისტრები თანამდებობებზე მხოლოდ პრემიერის საამებლად დაინიშნენ.

   -"დღეს კოალიციაში დაპირისპირებაა, ხელისუფლებაში ბაგირის გადაქაჩვა მიმდინარეობს და ამ ფონზე პრემიერი ცდილობს თავისი გუნდის გაძლიერებას. სამწუხაროა, რომ ახალი სახეები ინიშნებიან არა პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ ღარიბაშვილისადმი ერთგულების პროცენტულობით. საგულისხმოა, რომ ცვლილებები არ შეხებია ალასანიას გუნდის მინისტრებს, რათა არ გახდეს ეს საკითხი რისკის მაჩვენებელი და ღარიბაშვილი ნელ-ნელა უახლოვდება ალასანიასთვის პოზიციების წართმევის ეტაპს.

   დღეს მიმდინარეობს ლობისტების თამაში, ვინც უფრო დაარწმუნებს ივანიშვილს მისი კანდიდატურის "სიკეთეზე", სწორედ მისი კანდიდატი გაიმარჯვებს. იცის დასაფიქრებელია, რომ ეს ახალი მინისტრები ახლა უნდა გავიცნოთ და გავიგოთ რას აკეთებენ, ერთი ცხადია, ეს ადამიანები ხელისუფლებაში ღარიბაშვილის საამებლად არიან მოსულები და მათ მომავალ საქმიანობაზე ჯერ პროგნოზის გაკეთება ნაადრევია. სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდები".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: