უსუფაშვილი რეუვენრივლინს შეხვდა

უსუფაშვილი რეუვენრივლინს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებითაც.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, შევხვედროდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ის ფაქტი, რომ ბატონი დავით უსუფაშვილი ჩვენთან ამ მძიმე დღეებში ჩამოვიდა, დიდ მეგობრობაზე მეტყველებს. ჩვენს ხალხს, პარლამენტსა და მთავრობებს მყარი მეგობრულიურთიერთობა გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ისრაელის ახალმა პრეზიდენტმა.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზეევ ელკინთან და ოპოზიციის ხელმძღვანელ ისააკ ჰერცოგთან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: