ჯონ მაკეინი:-"რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ხუმრობას ჰგავს"

ჯონ მაკეინი:-"რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ხუმრობას ჰგავს"

   დღეს, 24 ივლისს ევროკავშირის ელჩების შეხვედრა იმართება, სადაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილება.

   რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკეინის თქმით, "ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ხუმრობაა და იქამდე, სანამ ევროკავშირი რუსეთის ელექტროენერგიაზე არ იქნება დამოკიდებული, მხოლოდ ლაპარაკით შემოიფარგლებიან". ამის შესახებ მან "თჰე თელეგრაპჰ"-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

   მაკეინის თქმით, ევროკავშირის უმოქმედობის დროს კარგი იქნება დიდმა ბრიტანეთმა თავად დაუწესოს რუსეთს სანქციები, მაგრამ სენატორი ეჭვობს, რომ ბრიტანეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

   სანდო წყაროზე დაყრდნობით უცხოური გამოცემები იტყობინებიან, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე შესაძლებელია ვერ მოხდეს შეჯერება სანქციების საკითხზე და კიდევ დამატებითი შეხვედრა გახდეს საჭირო.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: