Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (2)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
24-07-2014, 17:38
ნანახია: 1074

დალილა ხორავა: ახალი „სისხლი“ იყო საჭირო და ასეც მოხდა!

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით  „ივერონს“ არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველო  დევნილთა მხარდაჭერისთვის“ პრეზიდენტი დალილა ხორავა ესაუბრა.


როგორია თქვენი შეფასება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით? სწორად შეირჩა სოზარ სუბარის კადრი?


პირადად მე ვთვლიდი, რომ მინისტრი დავით დარახველიძე საკუთარ საქმიანობას ცუდად არ ახორციელებდა, მაგრამ ახალი სისხლი იყო საჭირო და ასე მოხდა. ის, ვინც მოვიდა, კარგი ხელმძღვანელია, კარგად იცნობს არსებულ პრობლემებს და აღნიშნულ თანამდებობასაც კარგად  უნდა გაართვას თავი.


რამდენად იქნება შესაშეძლებელი იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც სამინისტროშია?


 სოზარ სუბარი ხელმძღვანელად არის ნამუშევარი, საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და თუ რესურსები ექნება გაართმევს კიდეც , თუ ვერ გაართმევს, მის კრიტიკასაც არ მოვერიდებით, მაგრამ ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება მის გვერდით, მის გუნდში.


შედგება თუ არა თანამშრომლობა სამინისტროსა და  არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის?


თუ თანამშრომლობა შედგება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელიც სამინისტროსა და ხალხისთვის მუშაობს, კარგი იქნება.  ყოფილი მინისტრის, დავით დარახველიძის  პერიოდში სამინისტრო არ თანამშრომლობდა ჩვენთან. ამიტომ ვისურვებდი, ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციასთან დევნილთა სამინისტროს ამჟამინდელმა გუნდმა ითანამშრომლოს.

ესაუბრა ნათია ხარბედია