სოსო მანჯავიძე:-"საგიჟეთს დაემგვანა ქვეყანა!"

სოსო მანჯავიძე:-"საგიჟეთს დაემგვანა ქვეყანა!"

   "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც ხვალ, 26 ივლისს კანცელარიასთან კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით მშვიდობიან სამოქალაქო აქციას მართავს.

   მანჯავიძე აქციაზე გამოხმაურებებს სოციალური ქსელით პასუხობს და წერს:

   -"გაუგებარია ზოგიერთი ადამიანის გაღიზიანება "კაზანტიპის"ფესტივალის შესახებ ჩვენი პოზიციის გამო.ჩვენ არ მიგვაჩნია,რომ ეს ფესტივალი,რომლის რეგულარული გამართვის ადგილი უნდა გახდეს ანაკლია, სიკეთის მომტანი იქნება საქართველოსთვის.ამ შეხედულებას გამოვხატავთ ღიად და საჯაროდ, ვიყენებთ ამისათვის კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებებს.

   კიდევ უფრო ცუდია,როცა ჩვენი პოზიციის გამო,ოპონენტები ილანძღებიან,შეურაცხგვყოფენ და უღირსი ქცევების სხვა ფორმებს იყენებენ.

   დამშვიდდით მეგობრებო. დამშვიდდით, ნუ ხართ ასეთი აღგზნებული და აღტყინებულები. საგიჟეთს დაემგვანა ქვეყანა!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: