ნინო ტარყაშვილი! რა მნიშვნელობა აქვს ცოდვას დახურულ სივრცეში ჩაიდენ, თუ დახურულს გარეთ?!

ნინო ტარყაშვილი! რა მნიშვნელობა აქვს ცოდვას დახურულ სივრცეში ჩაიდენ, თუ დახურულს გარეთ?!

კაზანტიპის მუსიკალურ ფესტივალს „ივერიონის“ ერთ-ერთი მკითხველი ნინო ტარყაშვილი ეხმიანება:

 ანაკლიაში "კაზანტიპის" სტუმრობას ბევრი რატომღაც უვნებელ შემოსავლად მიიჩნევს და ვითომ გაოცებული კითხულობს: "მერე რა მოხდა?“...  ამას იმით ამართლებენ, რომ ხალხს ვითომ შემოსავალი უჩნდებაო!

არა, ნუ ამ მომაბეზრებელმა ზნეობის დამცველებმა ხომ უნდა ილაპარაკონ - მათი მოვალეობაა. ვიღაცეებმა კიდევ დემოკრატობანა უნდა ითამაშონ... თითქოს დემოკრატიულ ქვეყნებში ესეთი გარყვნილობები არავის პროტესტს იმსახურებდეს...ვიღაცა კიდევ დაგვარიგებს: რა მოხდა, თუ არ გინდათ, ნუ ეწვევით, ეს ყველაფერი ხომ დახურულში ხდება? ჯერ რამდენად დახურულია, ეს საკითხავია... თუმცა, მინდა ამ კითხვის ავტორებს შევეკითხო: სად, რომელ წმინდა წიგნში ამოიკითხეს, რომ ცოდვას თუ დახურულში ჩაიდენ, ამაზე პასუხი არც ერს და არც ბერს არ მოეთხოვება?

ბიბლიური მაგალითები საწინააღმდეგოს მეტყველებს. ებრაელები ზოგჯერ ბრძოლას აგებდნენ იმიტომ, რომ ვიღაც სჯულს არღვევდა და ცოდვას დახურულში სჩადიოდა და თუმცა ჯარმა ამის თაობაზე არაფერი იცოდა, უფალი მაინც მრისხანებდა...

ასე, რომ ვიდრე როგორც იტყვიან, "ნამუსს მოვიწმენდეთ", დავფიქრდეთ, უფლის მსჯავრი როგორი იქნება. მით უმეტეს, რომ მშვენივრად ვიცით, დიდად ღვთისნიერად რომ არ ვიქცევით...

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: