შსს-მ კომერციული მოსყიდვის „ საქართველოს რკინიგზის“ ბროწეულას სადგურის უფროსი დააკავა

შსს-მ კომერციული მოსყიდვის „ საქართველოს რკინიგზის“ ბროწეულას სადგურის უფროსი დააკავა

შინაგან საქმთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კომერციული მოსყიდვების ფაქტზე სს „საქართველოს რკინიგზის“  ბროწეულას სადგურის უფროსი ამირან მურუსიძე ამხილა.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ  სს „საქართველოს რკინიგზის“ ბროწეულას სადგურის უფროსმა ამირან მურუსიძემ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების  განხორციელებისას მოქალაქეს მისივე ინტერესებისათვის 2000 აშშ დოლარი მოსთხოვა, რის სანაცვლოდაც, თავისი სამსახურეობრივი ვალდებულებების დარღვევით, სადგურის ჩიხში შემავალი ლიანდაგით სარგებლობას და საწყობამდე მიყვანას დაჰპირდა. “  ნათქვამია  განცხადებაში.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: