Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
29-07-2014, 08:58
ნანახია: 725

სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება

   მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში ბაზების მონახულებას განაგრძობს. ირაკლი ალასანიამ მეორე და მესამე მსუბუქ ქვეით ბრიგადებთან ერთად, ხონის საარტილერიო ბრიგადა მოინახულა.

  თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ ოპერატიულ სარდლობაში შემავალ ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. მშენებლებმა ირაკლი ალასანიას მიმდინარე სამუშაოები გააცნეს და მათი დასრულების გრაფიკის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს. "ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ ჩვენი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მიმდინარეობს ამ ბრიგადებში. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ჯარისკაცებს, სერჟანტებსა და ოფიცრებს, რათა მათ თავი იგრძნონ აბსოლუტურად ისეთ გარემოში, რომ ქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი ქვეყანა და შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. მონიტორინგი იყო ძალიან ნაყოფიერი. ინფრასტრუქტურული პროექტები ეფექტურად ხორციელდება, მაგრამ არის შენიშვნებიც, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ და შემდგომში აღმოფხვრილი იქნება. გუშინ ჩამოფრინდა ჩვენი ბიჭების კიდევ ერთი ნაკადი ავღანეთიდან და საერთაშორისო საბრძოლო მისიაში მიღებულ გამოცდილებას ისინი საქართველოში გამოიყენებენ და სხვა ჯარისკაცებს გადასცემენ. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა მაღალია და ბიჭები მოტივირებულნი არიან" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.    

   ირაკლი ალასანიასთან ერთად, ბაზებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე და დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე არსებულ სიტუაციას და სამხედრო  მოსამსახურეთა პიროებს მუდმივად  ეცნობა. სამხედრო ნაწილებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.