ემზარ კვიციანის ახლობლებმა პროკურატურაში საქმის ხელახალი აღძვრა და პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს

ემზარ კვიციანის ახლობლებმა პროკურატურაში საქმის ხელახალი აღძვრა და პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს

   "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა-ირაკლი ბათიაშვილმა ნორა კვიციანთან და ადვოკატ-რეზო კახნიაურთან ერთად 2006 წელს მომხდარ, კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით ახალი დეტალების გამო პრესკონფერენცია  გამართა. 

   პრესკონფერენციიის მთავარი თემა 2006 წლის კოდორის ხეობის მოვლენები და მასთან დაკავშირებული ემზარ კვიციანის დაპატიმრება იყო.

   ბათიაშვილის განცხადებით კოდორის მოვლენები მთავრობის მიერ დაგეგმილი ავანტიურა იყო და ბატალიონ "მონადირის" განიარაღების შედეგად ხეობა სეპარატისტებისა და რუსეთის ძალებისგან დაუცველი აღმოჩნდა. მისივე თქმით სააკაშვილმა ხეობა ტყვიის გაუსროლად დათმო.

   ბათიაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისგებას ითხოვს.

   ემზარ კვიციანის ადვოკატმა საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ დაკითხეს  ორი მფრინავი, რომელთაც ემზარ კვიციანის სოფლის, ჩხალთას მიწასთან გასწორება ჰქონდათ დავალებული.

   ადვოკატ რეზო კახნიაურის განცხადებით, მფრინავმა იმედა მაისურაძემ მათ მოუთხრო, რომ სოფლის მიწასთან გასწორების ბრძანება  მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სახელით  გენშტაბის უფროსისგან მიიღო. მას ეუბნებოდნენ, რომ სოფლიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გაყვანილი იყო. რეალურად კი მაისურაძემ სოფელში ქალი და ბავშვი შენიშნა, რის შემდეგაც სოფლის დაბომბვა გადაიფიქრა. აღნიშნულის გამო კი მას მაშინდელი ხელისუფლებისგან სერიოზული პრობლემები შეექმნა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

   რეზო კახნიაურმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის ჩატარების მომენტში სოფლიდან კვიციანი უკვე გასული იყო.

   ადვოკატმა და პრესკონფერენციის მონაწილეებმა, პროკურატურაში საქმის ხელახალი აღძვრა და ემზარ კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: