უშიშროების საბჭოს სხდომა პირველ აგვისტოს გაიმართება

უშიშროების საბჭოს სხდომა პირველ აგვისტოს გაიმართება

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომას პირველ აგვისტოს მოიწვია.

  როგორც უშიშროების საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, დღის წესრიგით ნატო-ს უელსის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული  საკითხების განხილვაა გათვალისწინებული.

   უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით,  უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება, ხოლო სხდომაზე მთავარი მომხსენებლები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს წარმომადგენელი  ნატო-ში ლევან დოლიძე.

  საბჭოს სხდომა 2014 წლის 1 აგვისტოს 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დარბაზში (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, მე-7 სართული) გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: