ვიქტორ დოლიძე:-"ამერიკელმა სენატორებმა პატივი უნდა სცენ ჩვენს კანონმდებლობას"

ვიქტორ დოლიძე:-"ამერიკელმა სენატორებმა პატივი უნდა სცენ ჩვენს კანონმდებლობას"

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით ამერიკელმა სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ კანონი არის ყველასთვის ერთი და პატივი უნდა სცენ საქართველოს კანონმდებლობას. 

   -"სასამართლო თავისუფალია და რა თქმა უნდა, მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია გვერდით გვიდგანან დავარწმუნებთ იმ რეალობაში, რასაც ბოლო ცხრა წელი უყურებდა საქართველოს საქართველოს მოსახლეობა და თავის ზურგზე იწვნია, ამიტომ ამერიკელმა სენატორებმა ჩემი აზრით, უნდა იცოდნენ, რომ კანონი არის ყველასთვის ამ ქვეყანაში და პატივი უნდა სცენ ჩვენს კანონმდებლობას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: