ოთო გურგენაშვილი-ტრაგიკულად ჩამქრალი ახალგაზრდა სიცოცხლე

ოთო გურგენაშვილი-ტრაგიკულად ჩამქრალი ახალგაზრდა სიცოცხლე

   დღეს დილიდან მეხის გავარდნასავით გაისმა თბილისსა და რუსთავში ახალგაზრდა პოეტის ოთო გურგენაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი.

   წუხელ გვიან ღამით რუსთავში "მერსედესის" მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მამაკაცს და მის მეგობარ გოგონას დაეჯახა. გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, გარდაცვლილი მამაკაცი კი ოთო გურგენაშვილი იყო...

   მომხდართან დაკავშირებით აღიძრა საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარაფერი უშველის უდროოდ ჩამქრალ ახალგაზრდა სიცოცხლეს.

   -"გამორჩეულად  თბილი  და  საყვარელი ადამიანი,  უღალატო მეგობარი,  ზრდილობიანი...    სიტყვები არ მყოფნის,  ყველაზე მატად მისი "სიცილური ტანგო" მომწონდა  და  ერთ  დილასაც  გავიღვიძე და  კედელზე დამხვდა უთბილესი კომენტარით- თქვენ გჩუქნითო... ერთ-ერთი პირველთაგანი  ვიყავი, ვისაც ლექსებს  აკითხებდა, პირადში გამომიგზავნიდა- ნახეთ აბა?  დავდოო?  რომ  მოვუწონებდი,  როგორ მანებივრებთ კომპლიმენტებით,  კარგ ხასიათზე  ვდგები  და   წერაც  მიადვილდებაო, მეტყოდა ხოლმე. ვერ წარმომიდგენია მასზე ასე რომ ვსაუბრობ და გასახსენებელ სიტყვებს ვწერ...გაოგნებული ვარ...ოთო, უშენოდ ჩაიც ფილტვებს მიციებს..."-ამბობს ირინა თურქია და იმ ლექსს გვაძლევს, რომლითაც ოთო პირველად გაიცნო.

 

          მიყვარხარ ( სიცილიური აქცენტით)

 

 

   ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები აზრს კარგავს, ნუგეში თავის გზას ვერ იკვლევს და ხვდები, როგორ მძლავრობს მონატრება უკვე...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: