ჯარისკაცები ავღანეთში წვრთნებს გადიან

ჯარისკაცები ავღანეთში წვრთნებს გადიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავღანეთში ყანდაღარის საჰაერო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული  ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გეგმიურ წვრთნებს გადიან. წვრთნების პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ტოპოგრაფიაში საკლასო მეცადინეობები გაიარეს.


სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საშტატო იარაღებიდან 50-დან 100 მეტრიან სამიზნეებზე ისროლეს.


 სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელობამ სამხედრო მოსამსახურეების  მომზადების დონე დადებითად შეაფასა.“ ნათქვამია განცხადებაში.
კონტიგენტი წვრთნებს ყოველთვიურად გადის. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წვრთნების  სხვა დისციპლინებში ჩატარება.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: