რომან გოცირიძე:-"პრემიერის ახალ ინიციატივს არავითარი ეფექტი არ ექნება, ეს საბიუჯეტო თანხების მორიგი გაფლანგვაა"

რომან გოცირიძე:-"პრემიერის ახალ ინიციატივს  არავითარი ეფექტი  არ ექნება, ეს  საბიუჯეტო თანხების  მორიგი გაფლანგვაა"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამით "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი პროექტი ამოქმედდება . პროექტის მიხედვით საქართველლოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე დახმარება, აქვე იგულისხმება  საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა. 

ცნობილია, რომ საქარველოს  პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ეკონომკურ საკითხებში  გიორგი აბაშიშვილი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. 

    შეხვედრის შემდეგ აბაიშვილმა  აღნიშნა, რომ იდეა საინტერესოა და მისი განხორციელებისათვის ინიციატორ კომპანიიასთან თანამშრომლობა გაგრძელდება. 

    გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერის ახალმა დაინტერესებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად კითხვაც ბევრი გაჩნდა, რომლებზეც პასუხის მიღებას  "ივერიონი" ეკონომიკის საკითხებში ჩახედული ადამიანებისაგნ შეეცადა. ამჯერად აღნიშნულ საკითხზე რომან გოცირიძე გვესაუბრა. 

   -საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წამოყენებული ინიციატივა რამდენად განხორციელებადია და  რა კრიტერიუმებით განისზღვრება იგი? როგორი იქნება ამ ახალი ინიციატივების დადებითი და ნეგატიური მხარეები?

   -ეს არ არის სერიოზულად  მომზადებული პროექტი, ამას არავითარი ეფექტი  არ ექნება. ეს  საბიუჯეტო თანხების  მორიგი გაფლანგვაა.

5000 ლრი, ეს  ორი მასწავლებლის ერთი წლის განმავლობაში მიღებული სარგოა, თუ ბიუჯეტში   ზედმეტი თანხაა , ეს უმჯობესია განათლებასა და მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდეს, ვიდრე პროექტებს, რომელსაც წარმატება არ უწერია. ეს არი პოპულისტური გზით დაგეგმილი პროექტი ან საერთოდ ვერ აცნობიერებენ მის არაპრესპექტიულობას. 

    ზოგადად  ძალიან ბევრი მოუმზადებელი  ინიციატივები მოდის მთავრობიდან, რომლის შედეგებიც გამოჩნდება ზოგი მალე, ზოგიც  გვიან,  მაგრამ დაკარგულ ფულს არაფერი ეშველება. 

   ერთ-ერთი ასეთი აბსურდული მოსაზრებაც გაჩნდა, იქნებ ხუდონჰესიც საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტიდან ავაშენოთო. ეს არის რამდენიმე მილიარდი ლარი, მართლაც თუ ეს დაიწყეს,  ეს  ქვეყნის ეკონომიკისათვის  და საბიუჯეტო სისტემისთვის ძირის გამოთხრას ნიშნავს.

   წლევანდელ 9 მილიარდიან ბიუჯეტში 1,8 მეათედი მილიარდი  ლარი უცხოეთიდან და ქართული ბანკებიდან აღებული სესხებით ფინანსდება. ასეთ გიგანტურ მშენებლობებზე სუბარი საქართველოს ეკონომიკური ვითარების არცოდნას ნიშნავს. 

   5000 ლარი რა თქმა უნდა არ არის 2 მილიარდი ლარი, მაგრამ  ხანდახან  დიდ და პატარა ციფრებში კარგად ვლინდება  ეკონომიკური კომპეტენციის ხარისხი. 

ალბათ,  მეასედ  ვიმეორებ, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არ ყოფილა  შემთხვევა,  რომ საქართველს უმაღლეს ხელმძღვანელობას არ ჰყოლოდა ავტორიტეტული უცხოელი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ახლა არის პირველი შემთხვევა და დროა კომპეტენტური ადამიანები გაჩნდნენ მთავრობაში, რომლებიც  კარგი იდეების გენერირებას და აბსურდის დროულად უკუგდებას მოახდენენ.

   ერთ-ერთი ასეთი მოუმზადებელი  და არაფერისმომცემი იდეა იყო ეკონომიკური განვითარების ბანკის შექმნა, რომლის  განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო, როგორც ჩანს საღი აზრი იმარჯვებს და ამ პროექტს განხორციელება არ უწერია. უკეთესი იქნებოდა, რომ მთავრობის, პარლამენტისა და ექსპერტების დრო, ენერგია და ნერვები დაეზოგათ და მკვდრადშობილი იდეების გენერირება შეეწყვიტათ. 

ნათია ხარბედია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: