საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია 5 წლის განმავლობაში 100 მლნ დოლარის ემისიას განახორციელებს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია 5 წლის განმავლობაში 100 მლნ დოლარის ემისიას განახორციელებს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში 100 მილ დოლარის ემისიას განახორციელებს.


„საუბარია იმაზე, რომ საქართველოს შიდა საფონდო ბირჟაზე გამოჩნდება ე.წ. „AAA“ და რეიტინგის მქონე კომპანიის ობლიგაციები, ეს არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ე. წ. „IFC“, რომელიც 5 წლის განმავლობაში 100 მლნ დოლარის ემისიას განახორციელებს. ამავე დროს, ეს თანხები დარჩება საქართველოში და ინვესტირებული იქნება. „IFC“ აქტიურად თანამშრომლობს ენერგტეტიკის სფეროში საქართველოსთან, ასევე ინფრასტრუქტურის თvალსაზრისით ეკონომიკის სამინისტროსთან და ვფიქრობ, ამით საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარებას სერიოზული ბიძგი მიეცემა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: