მაია ფანჯიკიძე: საქართველო მზადაა ნატოში შესასვლელად!

მაია ფანჯიკიძე: საქართველო მზადაა  ნატოში შესასვლელად!

„საქართველო ნატო-ში შესასვლელად დღესვე მზად არის“. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.


 როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სამწუხაროა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ნატო–ში რაც შეიძლება მალე გაწევრიანება.
 
„დღევანდელი სხდომის მთავარი საკითხია უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, ის, თუ რა მოლოდინი გვაქვს ჩვენ, რა სამუშაოა ჩატარებული უელსის სამიტის მოსამზადებლად. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ პრემიერის ხელმძღვანელობით ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რათა საქართველოს პროგრესი შესაბამისად ასახულიყო. ჩვენ დღესვე მზად ვართ ნატო-ს წევრობისთვის“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: