რეკომენდაციები გაეროს ანგარიშისთვის მომზადებულ შენიშვნებში

რეკომენდაციები გაეროს ანგარიშისთვის მომზადებულ შენიშვნებში

   გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 15 ივნისის და პენიტენციურ სისტემაში მომხდარი ფაქტების გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია შემდეგი გამოძიებებით:

ა) სამართალდამცავი ორგანოებისა და ციხის თანამშრომლების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება 2006 წლის მარტში, თბილისის №5 საპყრობილეში მომხდარი არეულობის დროს; ბ) პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა თბილისის გლდანის ციხეში, ქსნის №15 საპყრობილეში, ქუთაისის №2 საპყრობილეში, რუსთავის №4 ციხეში და ზუგდიდის №6 ციხეში; გ) მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დარბევა 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისს, 2011 წლის 3 იანვარს და მერეთისა (2012 წლის 26 ივნისი) და კარალეთის (2012 წლის 26 ივნისი) ინციდენტები, რომელთა დროსაც ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა განხორციელდა და რომელთა გამოძიებაც ჯერ არ დასრულებულა. ასევე შემაშფოთებელია, რომ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიება ხშირად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს (ძალაუფლების გადამეტება), ნაცვლად 144-ე მუხლის პირველი (წამება) და მესამე პუნქტებისა (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა).

 

"სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების, მათ შორის პოლიციელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს, უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების გამოძიებას დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის მათ, ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულთა სათანადო დახმარებას"-ნათქვამია ანგარიშისთვის მომზადებულ შენიშვნებში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: