ნარმანიამ მოადგილეებად დაასახელა

ნარმანიამ მოადგილეებად დაასახელა

   თბილისის ახლადარჩეული მერი დავით ნარმანია სამსახურეუბრივი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა და პირველივე სამუშაო დღეს მისი მოადგილეების კანდიდატურები, ასევე გამგებლებისა და მერიის სამსახურის უფროსების კანდიდატურები დაასახელა. 

   როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის მერის მოადგილეებად ასევე წარდგენილნი არიან  ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია, ალუდა გოგლიჩიძე. 

   მერიის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჩახავა, ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი – ბიძინა გიორგობიანი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი ბერიკაშვილი, ზედამხვედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი – გეგი ნიჟარაძე, იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი – გურანდა რომანაძე, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი – ავთანდილ სუდაძე, საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი – ლევან თევზაია, სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი – პაატა ჯაჭვლიანი, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი – დავით მორალიშვილი, უსფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი – ვალერი პოპიაშვილი.

 

ნარმანიამ დღესვე არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ღოღობერიძე და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე წარადგინა.   

   წარდგენილ კანდიდატურებს 4 აგვისტოს თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენენ. 

   გარდა ამისა, თბილისის მერი პრემიერ–მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა თბილისის მერიაშიც მუშაობა 09:00 საათიდან დაიწყოს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: