მაია ფანჯიკიძე:-"აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა აყვანილი"

მაია ფანჯიკიძე:-"აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა აყვანილი"

   საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადრება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და განაცხადა:

   -"ქართულ –აზერბაიჯანული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა აყვანილი  და  ჩვენ ერთმანეთისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები ვართ. ჩვენ  აბსოლუტურად ყველა დონეზე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.  ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანში მომხდარი ინციდენტი  ფეხბურთის მატჩის დროს აღმოფხვრილია და  თავად ფაქტი საქართველოს ყველა წარმომადგენლის მიერ  დაგმობილია. მე დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინციდენტი  ჩვენს ურთიერთობებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. ამასთან, ჩვენ  ასევე გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ეს ინდივიდუალური პროვოკაციაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო პოლიტიკასთან".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: