კახა ლომაია:-""ლეღვის ფოთლობაც" არჩევანია"

კახა ლომაია:-""ლეღვის ფოთლობაც" არჩევანია"

   მიხეილ სააკაშვილისათვის პატიმრობის შეფარდებას კახა ლომაია აბსურდულს უწოდებს და ამბობს:

   -"აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, დაუსწრებელი პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც ქართული სახელმწიფოს ისტორიაში პირველად უზრუნველყო ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა ოპონენტებისთვის. 

   2014 წლის 1 აგვისტო საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში შევა, როგორც "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი, და ეს ბევრ მათგანს კარგად ესმის. სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილების ავტორებსა და შემსრულებლებს მართლმსაჯულების წინაშე მოუწევთ წარდგენა, მაგრამ ეს მათი არჩევანი იყო. "ლეღვის ფოთლობაც" არჩევანია".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: