ვალერი გელბახიანი:-"კოდუა ტყუის!"

ვალერი გელბახიანი:-"კოდუა ტყუის!"

    ვალერი გელბახიანმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ ირაკლი კოდუა ტყუის და სართულს, სადაც კოდუა და პატარკაციშვილი საუბრობდნენ აივანი საერთოდ არ აქვს.

   "კოდუას ჩანაწერი არ გაუკეთებია, ჩანაწერი გააკეთა ბადრიმ. არავითარი მეტალის მოწყობილობა მას არ გააჩნდა. როდესაც ჩანაწერის სტენოგრამა მთავრდება იქ წერია –ისმის ფეხის ხმა და იკარგება. თუ ფეხის ხმა ისმის, ე.ი ჩანაწერი შორს არის ამ ფეხის ხმასთან ჰო?! მეორე, კოდუა ამბობს, რომ აივანზე გავედითო. ვინც არის ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის სახლში ნამყოფი, ბატონმა კოდუამ თუ იცის, რომ იქ პირველ სართულზე აივანი საერთოდ არ არის, შეხვედრა კი პორველ სართულზე შედგა. კოდუა ტყუილს ყვება, არავითარი აივანი იმ სახლს პირველ სართულზე არ აქვს. მეორე და მესამე სართულს კიბატონო, მაგრამ პირველს არა. თან კოდუა ამბობს, რომ იქ ხმაური იყოვო. ვინმემ იკითხოს– 28 გექტარზეა განლაგებული ეს ვილა, სადაც ბადრი ცხოვრობდა, ლონდონიდან 30 კილომეტრის მოშორებით – ტყეში. იქ მშვიდი და წყნარი ადგილია, ვერ გაიგებთ ვერანაირ ხმაურს. აქაც ტყუილს ყვება რომ ხმაური იყო, არ ისმოდა და ა.შ. მესამე ტყუილი ის გახლავთ, რომ პროკურატურაში მიცემულ ჩვენებაში ის არსად არ ასახელებს არავითარ ხაინდრავას და არავითარ გვარებს, რომლის მიმართ თითქოს შეკვეთა იყო, რომ მათი ლიკვიდაცია შეუკვეთა, მერე მეოთხე ტყუილი – პირველად შეხვდა მაშინ კოდუა პატარკაციშვილს, როგორ შეიძლება პირველ შეხვედრაზე ასეთი ნდობა მოიპოვოს კოდუამ, რომ ადამიანმა ასეთ მძიმე დანაშაულებში შესთავაზოს თანამონაწილეობა. ესეც მოგონილია და აბსოლუტურად დაუჯერებელი ვერსიაა. ბადრი არ იყო ის ადამიანი, ვინც პირველ შეხვედრაზე ყველაფერ სათქმელს იტყოდა და ასეთ დავალებებს მისცემდა. ეხლა უნდათ ბადრი გამოიყვანონ მკვლელად, არადა თითონ არიან მკვლელები".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: