ციცინო ხარაბაძე:-"დადგა დრო ვიბრძოლო იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ცხოვრება გამიმწარა"

ციცინო ხარაბაძე:-"დადგა დრო ვიბრძოლო იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ცხოვრება გამიმწარა"

   2012 წლის 27 თებერვალს მთელი საქართველო იპოთეკით დაზარალებულ ციცინო ხარაბაძე ალაპარაკდა, რომელმაც თავის დაწვა სცადა.

   ციცინო ხარაბაძეს ბინიდან გამოსახლებას უპირებდნენ, რის გამოც ბენზინი გადაისხა. იგი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, მას 25% – იანი მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს.

   გამოჯანმრთელებული ქალბატონი იმ მევახშეების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, რომლებმაც თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს. ციცინო ხარაბაძის მთავარი მოთხოვნაა, რომ აღნიშნული საქმით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდეს და დროულად მოხდეს საქმის გამოძიება.

   -"მაშინ გავბრაზდი, როდესაც 80 პოლიციელი ჩემს უნარშეზღუდულ დას სახლიდან აძევებდა. აქ უკვე ოჯახის გადარჩენაზე იყო საუბარი, ჯანდაბას ჩემი თავი, ოჯახი მაინც გადამირჩებათქო. ეს იყო ჩემი პროტესტი. თავზე გადავისხი ბენზინი, მაგრამ უფალმა გადამარჩინა. წელიწა ღმერთის მადლობელი ვარ, გადავრჩი, ახლა დადგა დრო, რომ ვიბრძოლო იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ცხოვრება გამიმწარა, "-ამბობს ციცინო ხარაბაძე.დ ნახევარი საწოლზე ვიყავი მიჯაჭვული, მეზობლები მივლიდნენ. ოპერაცია გავიკეთე, მარჯვენა ხელით ვერაფერს ვაკეთებ, მარცხენა კი ამიმუშავდა".

   შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიასთან უკვე ერთი კვირაა "იბერიელთა კავშირის" დაუშლელი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კავშირის თავმჯდომარემ, დარინა ლომინაძემ

 

იმ იპოთეკარების სიაც გამოაქვეყნა, რომლებსაც 20-22 ბინა აქვთ. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და დღეიდან უფრო ფართომაშტაბიან აქციებს გეგმავენ.

 

წყარო: kutaisitoday.com

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: